ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტი კიდევ ოთხი წლით იქნება. ორგანიზაციამ ასეთი გადაწყვეტილება დღეს პარიზში გამართულ კონგრესზე მიიღო.
,,მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ყველას, ვისაც ვუყვარვარ და ვძულვარ. დღეს მე ყველანი მიყვარხართ. მადლობა მრჩეველებს, ვიცე პრეზიდენტსა და ფეხბურთის ლეგენდებს. ფიფაში მუშაობა დიდი პატივია. თქვენთან ერთად ფეხბურთის სასარგებლოდ მუშაობის გაგრძელებას ვაპირებ.” – განაცხადა ინფანტინომ.
შვეიცარიელ-იტალიელი ფიფას პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ინფანტინო ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს.