უნაი ემერის სარეკორდო ფინალი

0
38

ლონდონის „არსენალმა,“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში, ესპანეთის „ვალენსია“ ორი მატჩის ჯამში 7:3 (3:1, 4:2) დაამარცხა და ფინალში გავიდა. „მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელისთვის, უნაი ემერისთვის, ეს ამ ტურნირის მეოთხე ფინალი იქნება. მანამდე მსგავსი ვერცერთ სპეციალისტს მოუხერხებია – გვამცნობს Squawka Football.

შეგახსენებთ, რომ ემერი ევროპა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში სამჯერ ზედიდეზედ მონაწილეობდა „სევილიასთან“ ერთად (2014, 2015, 2016) და სამივე შემთხვევაში გაიმარჯვა.

29 მაისს, ბაქოში, ევროპა ლიგის ფინალში, „არსენალი“ თანაქალაქელ „ჩელსის“ შეხვდება.