კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ლივერპულთან” წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
„ეს შედეგი საშინელია როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი გულშემატკივრებისთვის. სამწუხაროა, რომ მათ მიერ გატანილ მეოთხე გოლს ვერაფრით ვერ ვუპასუხეთ.
წინ თასის ფინალია და სეზონი კარგად უნდა დავამთავროთ, თუმცა ამ ეტაპზე, იმედგაცრუებულები ვართ. ძალიან ვწუხვართ, თუმცა ეს ფეხბურთია და მსგავსი წაგებები წარსულშიც გვქონია.
“ლივერპულმა” ჩვენზე უკეთ ითამაშა და ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ“.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” “ბარსელონას” 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალში გავიდა.