მიმდინარე წლის სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, იქამდე კი “ბორჯღალოსნებს” კიდევ ერთი პრინციპული შეხვედრის ჩატარება მოუწევთ.
რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შერკინება თბილისში, 27 აგვისტოს შედგება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის რაგბის ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ სარაგბო სამყაროს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, იაპონია უმასპინძლებს. საქართველომ 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება ავტომატურად, 2015 წელს ინგლისში, ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით მოიპოვა.
იაპონიაში ბორჯღალოსნები D-ჯგუფში უელსს, ავსტრალიას, ფიჯის და ურუგვაის დაუპირისპირდებიან.