აზიის ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მეოთხე ტურში ”ალ სადმა” ყატარში ტაშკენტის ”ფახთაქორი” 2:1 დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე ლეგენდარული ჩავის ბრწყინვალე გოლით გახსნეს. 30-ე წუთზე კრიმეცმა ანგარიში გაათანაბრა.
87-ე წუთზე ჩავის საგოლე გადაცემა ალჟირელი ბაღდად ბუნეჯახის გოლით დასრულდა. გადამწყვეტი გოლისას ”ფახთაქორის” ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა და მეტოქემ მისი შეცდომით ისარგებლა.
შოთა არველაძე: ”კარგი მატჩი გამოვიდა, ეს იყო რთული შეხვედრა. ბოლომდე დავიხარჯეთ, თუმცა შედეგით კმაყოფილები არ ვართ. მეტოქის თამაშის სტილი უცვლელი იყო, მაგრამ ცდილობდა შეტევაში განსხვავებულად ემოქმედა. მათი თამაში მოულოდნელი არ ყოფილა. ოპონენტი მისი ფილოსოფიის მიხედვით თამაშობდა. ჯგუფში კვლავ რთული ვითარებაა”.
შეგახსენებთ, ტაშკენტში გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და ჩავიმ დუბლი შეასრულა. ასე რომ ლეგენდარულმა ესპანელმა ორ მატჩში არველაძის გუნდს სამი გოლი გაუტანა.