პეპ გვარდიოლა: “სისასტიკის მსხვერპლნი გავხდით”

0
32
“მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში “ტოტენჰემთან” სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით დამარცხდა, მისმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კი ნამატჩევს შემდეგი განაცხადა:
“ეს სასტიკია, მაგრამ რაც არის, ეგ არის. 20 წუთის შემდეგ 3:2-ს ვიგებდით, მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით და გოლები გავიტანეთ. დასასრული სამწუხარო იყო. “ტოტენჰემს” გამარჯვებას და ნახევარფინალში გასვლას ვულოცავ.
ვიდეოგამეორებას მხარს ვუჭერ, თუმცა შესაძლოა, გოლის გატანისას ლორენტემ ხელით ითამაშა. მსაჯის აზრით, წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სტერლინგის გაუქმებული გოლი? განმეორებით ვნახე. გადაწყვიტეს, რომ თამაშგარე მდგომარეობა იყო.
ბოლომდე ვიბრძოლეთ. დაუჯერებელია, რასაც უკანასკნელ ორ სეზონში მივაღწიეთ”.