საქართველოსა და ლიეტუვას ეროვნულ ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა 16 აპრილს შედგა და ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით 7:1 დასრულდა.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდის შეხვედრებს 22-27 ოქტომბერს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეინ-რაუნდის პირველ ჯგუფში პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს პოლონეთი უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ორი გუნდი მოიპოვებს.
საქართველო 5:3 ლიეტუვა
თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“
საქართველო: კუპატაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, ზედელაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, დვალიშვილი, კაპანაძე, მურცხვალაძე, სილაგავა, თოფურია, კეკელია, კურტანიძე
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
ლიეტუვა: გლინსკისი, დერენდიაიევი, ვოსკუნოვიჩი, ზაგურსკასი, სენძიკასი
სათადარიგო შემადგენლობა: მაცენისი, ლაბუცკასი, იანკაუსკასი, სტეინასი, სპიეტინისი, პეტუკაუსკასი, მუცინისი, პაულაუსკასი, რეიმარისი
მთავარი მწვრთნელი: ევგენი რივკინი
მსაჯები: ბაკურ ნინუა, ლევან ვარამიშვილი, დავით ახვლედიანი
გაფრთხილება: ვასკუნოვიჩი (31’)
გოლები: 1:0 თოდუა (13’), 1:1 სენძიკასი (20), 2:1 გლინსკისი (25), 3:1 თოფურია (29), 3:2 ვოსკუნოვიჩი (31), 4:2 სებისკვერაძე (33), 5:2 კურტანიძე (35), 5:3 ზაგურსკასი (38)
