გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ადრიატიკის ლიგის ფინალში ჩაება. ლიგის მოქმედ ჩემპიონს მოედნის უპირატესობა აქ აქვს, რადგან რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული სერბული “ცრვენა ზვეზდას”, რომელმაც ფინალური სერიის პირველ მატჩში პოდგორიცელებს ბელგრადში უმასპინძლა და 91:72 დაამარცხა.
თამაში პოდგორიცელთა ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის მიჯრით ჩაგდებული 2 სამქულიანით გაიხსნა, თუმცა, სამწუხაროდ, გოგამ დარჩენილ დროში ბურთის ჩაგდება ვეღარ მოახერხა. ბელგრადელთა ნიგერიელი გოლიათი, მაიკლ ოჯო მყარად იდგა ფარქვეშ და სამწამიან ზონაში იოლად არავის უშვებდა.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 18:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 6 მოხსნა, შედეგიანი პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ბითაძემ 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ფინალური სერია 3 მოგებამდეა, ხოლო მეორე შეხვედრას 14 აპრილს ისევ ბელგრადი უმასპინძლებს.