ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზის “პარი სენ ჟერმენი” დავიდ დე ხეას დამატებას გეგმავს.
The Independent-ის ცნობით, ფრანგული კლუბი 28 წლის მეკარეს ხელფასის სახით კვირაში 410 ათას ევროს სთავაზობს, რაც მის ამჟამინდელ გასამრჯელოზე ორჯერ მეტია.
შეგახსენებთ, რომ დავიდ დე ხეა “მანჩესტერ იუნაიტედში” 2011 წლიდან ასპარეზობს. მას კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება.
