არსენ ვენგერი: ,,სიკვდილის შემდეგ, სანამ ჯოჯოხეთს ან სამოთხეს ავირჩევ, ღმერთს ვკითხავ – სად არიან მსაჯები”

0
77

ლონდონის ,,არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, 2003-2004 წლების სეზონი გაიხსენა, როცა მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონი წაგების გარეშე გახდა:
,,ჩვენი 49 მატჩიანი წაუგებელი სერია ,,მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრაში შეწყდა. ამ შედეგზე საკუთარი პასუხისმგებლობა მსაჯებს აქვთ, ჩვენ წაგება არ დაგვიმსახურებია. სიკვდილის შემდეგ, სანამ ჯოჯოხეთს ან სამოთხეს ავირჩევ, ღმერთს ვკითხავ – სად არიან მსაჯები…
საჩემპიონო სეზონში ჩვენ ტიტულს ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე დავეუფლეთ. ფეხბურთელებს ვუთხარი – თავად გადაწყვიტეთ, გინდათ თუ არა იყოთ უკვდავები. მათ ეს გააკეთეს – პრემიერლიგის ჩემპიონები წაგების გარეშე გახდნენ”, – ვენგერის სიტყვებს Le Figaro ციტირებს.