ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ოცეული გამოაქვეყნა. სიას “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ლიდერობს, რომელიც ყოველწლიურად ხელფასებისა და ბონუსების ერთობლიობით 130 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 113 მილიონ ევროა ტურინის “იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს გასამრჯელო. სამეულს ბრაზილიის ეროვნული გუნდის და პსჟ-ს ლიდერი ნეიმარი 91.5 მილიონით ასრულებს.
1. ლიონელ მესი 130 მილიონი ევრო (ბარსელონა/არგენტინა);
2. კრიშტიანუ რონალდუ 113 მილიონი ევრო (იუვენტუსი/პორტუგალია);
3. ნეიმარი 91.5 მილიონი ევრო (პსჟ/ბრაზილია);
4. ანტუან გრიზმანი 44 მილიონი ევრო (მადრიდის ატლეტიკო/საფრანგეთი);
5. გარეთ ბეილი 40.2 მილიონი ევრო (მადრიდის რეალი/უელსი);
6. ანდრეს ინიესტა 33 მილიონი ევრო (ვისელ კობე/ესპანეთი);
7. ალექსის სანჩესი 30.7 მილიონი ევრო (მანჩესტერ იუნაიტედი/ჩილე);
8. ფილიპე კოუტინიო 30 მილიონი ევრო (ბარსელონა/ბრაზილია);
9. ესეკიელ ლავესი 28.3 მილიონი ევრო (ჰებეი/არგენტინა);
10. ლუის სუარესი 28 მილიონი ევრო (ბარსელონა/ურუგვაი);
11. ჟერარდ პიკე 27 მილიონი ევრო (ბარსელონა/ესპანეთი);
12. ტონი კროოსი 26.3 მილიონი ევრო (მადრიდის რეალი/გერმანია);
13. მესუთ იოზილი 25.8 მილიონი ევრო (არსენალი/გერმანია);
14. კილიან მბაპე 25 მილიონი ევრო (პსჟ/საფრანგეთი);
15. ოსკარი 24.3 მილიონი ევრო (შანხაი შენხუა/ბრაზილია);
16. სერხიო აგუერო 24.3 მილიონი ევრო (მანჩესტერ სიტი/არგენტინა);
17. კევინ დე ბრუინი 23.5 მილიონი ევრო (მანჩესტერ სიტი/ბელგია);
18. ჰალკი 23.4 მილიონი ევრო (შანხაი შენხუა/ბრაზილია);
19. პოლ პოგბა 23.3 მილიონი ევრო (მანჩესტერ იუნაიტედი/საფრანგეთი);
20. სერხიო რამოსი 23 მილიონი ევრო (მადრიდის რეალი/ესპანეთი);