ტრავმის გამო გამოწვეული იძულებუთი დასვენების შემდეგ თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანი გასული წლის 30 დეკემბერს, ესპანეთის ჩემპიონტის მატჩში, რეალთან დაშავდა და ნატკენ მუხლს აქამდე მკურნალობდა. დღეს კი თორნიკე მოედანს დაუბრუნდა და მცირედით თუმცა მის გუნდს “ესტუდიანტესის” ძლევაში დაეხმარა – 104:67.
შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე გატარებულ 17:22 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგო. ქართველმა ფორვარდმა 3 ჯარიმა მიიღო, მასეც 3-ჯერ დაჯარიმდნენ, ბურთი კი არ დუკარგავს. ბასკონიელთაგან მარსელო ჰუერტასი 14, ხოლო ჯალენ ჯონსი 15 ქულით გამოირჩნენ.
18 მოგებითა და 7 მარცხით ბასკონიელები მესამე ადგილზე არიან, შემდეგ ტურში კი, 7 აპრილს, სტუმრად “მურსიას” დაუპირისპირდებიან.