ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელის ფაბიო კაპელოს აზრით, კრიშტიანუ რონალდუ უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ლიონელ მესი გენიოსია.
„ფეხბურთის ისტორიაში სამი გენიოსია: პელე, დიეგო მარადონა და ლიონელ მესი.
კრიშტიანუ რონალდუ არაჩვეულებრივია, მან საკუთარი თავი ჩემპიონი გახადა, მაგრამ გენიოსი ნამდვილად არაა“ – ასეთია ფაბიო კაპელოს შეფასება.
