ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

0
45

22 და 26 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გია ცეცაძის გუნდი ჯერ სლოვენიას შეხვდება, მერე კი ისრაელს. ორივე ამხანაგური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
21-წლამდელები 18 მარტიდან შეიკრიბებიან და ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ივარჯიშებენ. აქვე ჟურნალისტების საყურადღებოდ: 21 მარტს ვარჯიშის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციას ჩაატარებს.

გია ცეცაძის რჩეული 23-კაციანი სია ასეთია:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), ლუკა სანიკიძე (თელავი);
მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), გივი ხეცურიანი (სიონი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), თემურ ჩოგაძე (რუსთავი), ზუკა დავითაშვილი (ლოკომოტივი);
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი).