ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონამ” “ლიონს” 5:1 მოუგო. მატჩში ლეო მესიმ დუბლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. არგენტინელზე “ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრუნო ჟენეზიომ, ისაუბრა:
„ვიცოდით, რომ ლეოზე ძალიან ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული. სამწუხაროდ, მან ჩემპიონთა ლიგის ფუნქცია ჩართო და დაამტკიცა, რა შეუძლია. ის გენიოსია და აკეთებს ისეთ რაღაცებს, რისი გაკეთებაც მის გარდა არავის არ შეუძლია. მესი შეუჩერებელია.
ჩვენ ჩვენი გეგმა გვქონდა. პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, მეორეში კი უკეთ გამოვიყურებოდით და რაღაც ეტაპზე “ბარსელონა” ვანერვიულეთ კიდეც, მაგრამ მესამე გოლის გაშვების შემდეგ ყველანაირი ინტრიგა მოკვდა.“ – განუცხადა ჟენეზიომ RMC Sport-ს.
