ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა სოციალურ ქსელში ყოფილ გუნდს გამარჯვება მიულოცა, რასაც ალეგრიმ პრესკონფერენცია უპასუხა.
“ჯიჯის მადლობა მინდა გადავუხადო მოლოცვისთვის. ის “იუვენტუსის” ისტორიის ნაწილია. გასულ კვირას, “პსჟ-ს” თამაშს ვუყურეთ და შედეგზე გული დაგვწყდა. ახლა ფინალში გასვლას ვეცდებით და თუ გამოგვივიდა, ბუფონს დავპატიჟებთ” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, “იუვენტუსმა” “ატლეტიკოს” 3 უპასუხო გოლი გაუტანა და ორი მატჩის ჯამში 3-2 დაამარცხა.