საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “უნიკახას” ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ACB ლიგაში თებერვლის MVP გახდა.
შერმადინმა მართლაც შთამბეჭდავად იასპარეზა და სრულიად სამსახურებულადაც დაჯილდოვდა.
ეს შერმადინის ესპანურ კარიერაში თვის რიგით მეოთხე MVP-ის წოდება გახლავთ. 2016-2017 წლების სეზონში “ანდორაში” ასპარეზობისას ქართველი ცენტრი საუკეთესოდ იანვარში, მარტში და მაისში იქნა დასახელებული.