მიმდინარე სეზონში წარუმატებელი შედეგების ფონზე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის “რეალის” მთავარი სამიზნე “ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპი იქნება.
The Independent-ის ინფორმაციით, 51 წლის გერმანელის გარდა მწვრთნელობის კანდიდატების სამკაციან სიაში ასევე “ტოტენჰემის” დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო და “იუვენტუსის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი შედიან.
“მადრიდში არ სურთ ზაფხულამდე სანტიაგო სოლარის გაშვება, შემდეგ კი ახალ მწვრთნელთან ახალი ეპოქის დაწყების იმედი აქვთ.
გამორიცხული არც “სანტიაგო ბერნანეუზე” ჟოზე მოურინიოს დაბრუნებაა, რომელსაც “სამეფო კლუბის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და გენერალურ დირექტორთან ხოსე ანხელ სანჩესთან კარგი ურთიერთობები აქვს, მაგრამ კლუბის ზედა ეშელონებში თვლიან, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე ამოწურა”, – წერს გამოცემა.