გერმანიის ნაკრებს ლიდერები დატოვებენ

0
40

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იოახილ ლიოვის განცხადებით ეროვნულ ნაკრებს ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი და ტომას მიულერი დაემშვიდობებიან. ამ თემაზე ლიოვის სიტყვებს Bild-ი ავრცელებს.

იოახიმ ლიოვი: ”ახალი წელი დაიწყო. გვსურს გავაგრძელოთ იმ გეგმით მუშაობა, რომელიც გასული წლის მიწურულს ინიცირებული იყო, რაც ნიშნავს რომ ჟერომ ბოატენგის, მატს ჰუმელსისა და ტომას მიულერის ეროვნულ გუნდში ყოფნა ჩვენს გეგმებში არ შედის.
მნიშვნელოვანი იყო მათთან გასაუბრება, თითოეულ მათგანს გავუზიარე ჩემი ფიქრები და ვუამბე ჩემი გეგმების შესახებ. ისინი კვლავ უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან, მათი თამაში წარმატების გარანტია, წლებია ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობენ.
დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, თუმცა ახალი კურსის დროა. მსურს გუნდს ახალი სახე მივცე, რაც დარწმუნებული ვარ სწორი ნაბიჯია. მათი ადგილი ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უნდა დაიკავონ, რაც ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებისთვის საჭიროა”.