საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ ”კრილია სოვეტოვში” სადებიუტო მატჩისას მოსკოვის ”ლოკომოტივს” გოლი გაუტანა. მე-19 წუთზე ალექსანდრ სამედოვის საგოლე გადაცემის შემდეგ ანანიძემ ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. ანანიძე 62-ე წუთზე შეცვალეს.
23-ე წუთზე მოსკოვის ”ლოკომოტივმა” ანგარიში გაათანაბრა. მასპინძელთა შორის სოლომონ კვერკველიამ სასტარტო შემადგენლობაში 90 წუთი ითმაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მისი დებიუტი არ შედგა.
