ფლორენტინო პერესის საზაფხულო გეგმა

0
38

მადრიდის “რეალი” ზაფხულში საკმაოდ დიდი ფულის დახარჯვას გეგმავს. გარდა იმისა, რომ “სამეფო გუნდს” ბელგიელი შემტევის, ედენ აზარის, დამატება უნდა, ფლორენტინო პერესი ბუნდესლიგიდან ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენას შეეცდება.

სიაში პირველ ადგილს “დორტმუნდის” შემტევი, ჯეიდონ სანჩოა. 18 წლის შემტევი მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავად გამოიყურება და სწორედ ამიტომ, არაერთი გრანდის ყურადღება მიიქცია. ინგლისელს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში 9 გოლი და 14 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მისი გამოსასყიდი თანხა 70 მილიონი ევროა.

მადრიდელებს “დორტმუნდის” კიდევ ერთი ფეხბურთელი, დან აქსელ ზაგადუც სურთ. 19 წლის ფრანგი მცველი “დორტმუნდში” 2017 წლიდან ირიცხება. მისი მთავარი პლუსი სიმაღლეა. ფრანგი 1,96 მეტრია და თავით საკმაოდ კარგად თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან “დორტმუნდის” მაისურით 17 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი. მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

მესამე ფეხბურთელი, რომლის შეძენაც “რეალს” უნდა, კაი ჰავერტსია. 19 წლის გერმანელი შემტევი “ლევერკუზენის” ძირითად გუნდში 2016 წლიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში მან 31 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. კაის სატრანსფერო ფასი 65 მილიონი ევროა.