ბეჟანიშვილის 13 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება მოგებულ მატჩში

0
49

გიორგი ბეჟანიშვილის მორიგი წარმატებული მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. მწრექულიან, დაძაბულ შეხვედრაში “ილინოისმა” Big Ten-ის ზემძლავრ კონფერენციაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. ილინოისელეები სტუმრად შეხვდნენ მათზე ერთი გამარჯვებით წინ მყოფ “ოჰაიო სტეიტს”, რომელიც 63:57 დაამარცხეს, ქართველი ფორვარდი კი გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო.

ბეჟანიშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 33 წუთი გაატარა. ქართველმა მეფარემ 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. გიორგის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება, 2 ჩაჭრა და ერთი პასი დაგროვდა. ბეჟანიშვილს პასივში 5 დაკარგვა და ერთი პერსონალური ჰქონდა.

ილინოესელთაგან 15-15 ქულა მოაგროვეს აიო დოსუნმუმ და ტრენტ ფრეიზერმა, თუმცა საერთო სარგებლიანობით გამარჯვებულთაგან საუკეთესო ქართულ-ავსტრიული მოქალაქეობის მქონე მოთამაშე – გიორგი ბეჟანიშვილი გახლდათ.

5 მოგებითა და 8 მარცხით “ილინოის ფაითინ ილინი” 14-გუნდიან Big Ten-ის კონფერეციაში მე-8 ადგილს ანალოგიური შეეგის მქონე “მინესოტასთან” ინაწილებს. კონფერენციას კი 11-11 მოგებით “მიჩიგანი” და “მიჩიგან სტეიტი” ლიდერობენ. შემდეგ მატჩს ბეჟანიშვილის გუნდი 19 თებერვალს, სტუმრად “ვისკონსინთან” გამართავს.