გერმანული “კიკერის” ინფორმაციით, უეფა განიხილავს ევროტურნირების პლეი ოფში საგარეო გოლის წესის (როცა სტუმრად გატანილ გოლს უპირატესობა ენიჭებოდა ანგარიშის თანაბრობის შემთხვევაში) გაუქმებას.
ამავე გამოცემის მტკიცებით, უეფა საკითხს განსახილველად გაიტანას აღმასკომის უახლოეს სხდომაზე, რომელიც ოთხშაბათს, 6 თებერვალს, რომში გაიმართება. წესის გაუქმების ერთ-ერთი მოტივი, თურმე, არის ის, რომ “თანამედროვე ფეხბურთში სტუმრად გოლის გატანა გაცილებით გაიოლდა, ვიდრე ადრე იყო”.
შეგახსენებთ, რომ ეს წესი პირველად 1965 წელს შემოიღეს, ხოლო შემდეგ სამივე ევროტურნირზე გაავრცელეს. უეფა არ ავალდებულებს ეროვნულ ფედერაციებს, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ და უფლებას აძლევს, შიდა ტურნირებში საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედონ.
იმ ქვეყნებს შორის, სადაც საგარეო გოლის წესი არ მოქმედებს, არის ინგლისი, სადაც სათასო ტურნირებში მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ გოლების საერთო რაოდენობას.