სერია ა-ს ბოლო ტურში მომხდარი რასისტული ინციდენტის გამო, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ “ინტერს” განაჩენი გამოუტანა.
“ნერაძურის” ფანების მიერ, კულიბალის რასისტული ხასიათის შეურაცხყოფის გამო, მილანური კლუბი მომდევნო ორ საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების თანდასწრებით გამართავს.
შეგახსენებთ, რომ “ინტერისა” და “ნაპოლის” დაპირისპირების დროს, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა კალიდუ კულიბალის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.