გერმანულმა ვებგვერდმა Transfermarkt.de-მ ბელგიის ჩემპიონატის სატრანსფერო ღირებულებები განაახლა.
ჩვენი ყურადღება “გენტის” ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძისკენაა მიმართული, რომლის ფასიც განახლების შემდეგ თითქმის ორჯერ გაიზარდა და 9 მილიონი ევრო შეადგინა.
აქამდე მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მლნ ევროს შეადგენდა.
ჩაკვეტაძემ საბა კვირკველიას აჯობა და ქართველ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა. მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველი მცველის ტრანსფერი 8 მილიონ ევროდ ფასდება.
