არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლეო მესი ევროპის ტოპ-5 ლიგებში ერთადერთია, რომელიც ჩემპიონატში ბოლო 11 სეზონის განმავლობაში მინიმუმ 15 გოლის გატანას ახერხებს.
მიმდინარე წელს რაც შეეხება, მესიმ “ბარსელონას” მიერ გატანილი გოლების თითქმის ნახევარში მიიღო მონაწილეობა. 2018 წელს კატალონიურმა გრანდმა 147 გოლი გაიტანა, არგენტინელმა კი მონაწილეობა 70-ში მიიღო. მან ბარსას მაისურით 47 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ლეო მესიმ კარიერაში საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა. მიმდინარე სეზონში მესი ტოპ-5 ჩემპიონატში თითქმის ყველა სტატისტიკური ასპექტით ლიდერობს. ყველაზე მეტი გატანილი ბურთი, ყველაზე მეტი პასი, ყველაზე მეტი საკვანძო პასი… აღსანიშნავია ისიც, რომ “ბარსელონას” ლიდერმა ხელის მოტეხილობის გამო ერთი თვე გამოტოვა.
2018/19 სეზონის სტატისტიკით 31 წლის არგენტინელი კარიერაში საუკეთესო შედეგს აჩვენებს. 2018 წლის მსოფლიოს მეხუთე საუკეთესო ფეხბურთელს მხოლოდ ორ სტატისტიკურ მონაცემში სჯობნიან. დიმიტრი პაიემ მესიზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა, ხოლო ალან სენტ-მაქსიმინმა ლეოს დრიბლინგებით აჯობა. ბარსელონას სუპერვარსკვლავს ზედიზედ ცხრა წელია ერთი კალენდარული წლის განამვლობაში 45 და მეტი გოლი გააქვს. ამავდროულად, პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლალიგაში ზედიზედ თორმეტი სეზონის განმავლობაში 10 და მეტი გოლი გაიტანა. 2011/12 წლების სეზონი მესის საუკეთესოდ მიიჩნევა. მან 73 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საშუალოდ ყოველ 51 წუთში გოლი გაჰქონდა, ან საგოლე გადაცემას აკეთებდა. მიმდინარე სეზონში კი 32 გოლში მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად მას ყოველ 48 წუთში გოლი გააქვს, ან საგოლე გადაცემას აკეთებს.
გოლები ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში
14 – ლეო მესი
12 – ნიკოლას პეპე, კილიან მბაპე, ლუკა იოვიჩი, ემილიანო სალა, კშიშტოფ პიონტეკი, პაკო ალკასერი
საგოლე გადაცემები ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში
10 – ლეო მესი
9 – ედენ აზარი
8 – სებასტიან ჰოლერი
7 – ლეროი სანე, მემფის დეპაი, ჯეიდონ სანჩო, რაიან ფრესერი, ფლორიან ნოიჰაუსი
გოლი და საგოლე გადაცემა
24 – ლეო მესი
17 – ედენ აზარი, ნიკოლას პეპე, სებასტიენ ჰოლერი
16 – კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი, კილიან მბაპე
ყველაზე მეტი საგოლე მომენტი
58 – დიმიტრი პაიე
51 – ლეო მესი,მემფის დეპაი
47 – ედენ აზარი, თორგან აზარი
46 – სუსო, მაქს კრუსე
ყველაზე მეტი დრიბლინგი
67 – ალან სენტ-მაქსიმინი
61 – ლეო მესი
52 – ნეიმარი
49 – სოფიან ბუფალი, იუსეფ ათალი
46 – ჯეფ რენ-ადელაიდი