კლოპი: “ტელეფონში ერთადერთი სელფი მაქვს – მესისთან ერთად”

0
38
“ლივერპულის” გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა LFCTV-სთან საუბრისას საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“კლოპომ” პელესთან შეხვედრა გაიხსენა და მესი-რონალდუს შორის საკუთარი ფავორიტი დაასახელა.
“მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რაც არ უნდა თქვას ხალხმა მომავალში, პელე ყოველთვის საუკეთესო იქნებაო.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ექსპერტად ვმუშაობდი და მაშინ პელესთან პირისპირ შეხვედრაც მოვახერხე. მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც ნერვიულობს, თუმცა იმ მომენტში ძალიან ავღელდი.
ტელეფონში მხოლოდ ერთი სელფი მაქვს – მესისთან ერთად. კრიშტიანუ იმ მომენტში ოთახში იმყოფებოდა”…
კლოპმა ამ კომენტარით მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა – ჰერ იურგენისთვის საუკეთესო მესია.