“მანჩესტერმა” მოურინიო გაათავისუფლა!

0
43

“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია. აღნიშნული ოფიციალური ცნობა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

მანჩესტერ იუნაიტედი” აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიომ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. კლუბი მას გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.

წლევანდელი სეზონის დასრულებამდე დროებითი მწვრთნელი დაინიშნება, პარალელურად კი ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნის პროცესს დავიწყებთ“. – წერია “იუნაიტედის” ოფიციალურ განცხადებაში.

ჟოზე მოურინიო “მანჩესტერში” 2016 წლის ზაფხულში მივიდა და მასთან ერთად ევროპა ლიგა მოიგო. პორტუგალიელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა, რის გამოც კომპენსაციის სახით 24.5 მილიონ ფუნტს მიიღებს.

მოურინიოს ხელმძღვანელობით გუნდს წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 10 მოგება, 7 ფრე და 7 წაგება ჰქონდა, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში კი მე-6 ადგილზეა და ზედა ოთხეულს 11-ით, ხოლო ლიდერ “ლივერპულს” 19 ქულით ჩამორჩება.

ბრიტანული Skysports-ის თქმით, “წითელ ეშმაკებს” მოურნიოს ყოფილი ასისტენტი, მაიკლ კერიკი ჩაიბარებს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა.

Dailymail-ის ცნობით, მანჩესტერელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ მთავარ კანდიდატად – ზინედინ ზიდანსა და მაურისიო პოჩეტინოს განიხილავენ. სხვა კანდიდატებს შორის კი ანტონიო კონტე, ლორან ბლანი და ნიკი ბატი სახელდებიან.