კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი, ლიონელ მესი მორიგი ჯილდოს მფლობელია. იგი კარიერაში მეხუთედ, “ოქროს ბუცს” დაუეფლა.
31 წლის არგენტინელმა, ესპანეთის ლა ლიგის გასულ სეზონში 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 34 გოლი გაიტანა, რაც ევროპის ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბუცის” ჯილდო 1967-68 წლების სეზონში დაარსდა და მას, ყოველწლიურად ევროპის შიდა ჩემპიონატებში ყველაზე მეტი გოლის ავტორს გადასცემენ.
მესიმ “ოქროს ბუცი” შემდეგ წლებში მოიგო:
2009/10 წლები – 34 გოლი
2011/12 წლები – 50 გოლი
2012/13 წლები – 46 გოლი
2016/17 წლები – 37 გოლი
2017/18 წლები – 34 გოლი
