ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, “პორტოს” ესპანელმა მეკარე იკერ კასილასმა მორიგი ისტორია დაწერა.
37 წლის კასილასი კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 შეხვედრის მოგება შეძლო.
გარდა ამისა, იკერ კასილასს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი, 173 მატჩი აქვს ჩატარებული და რეკორდულ, 20 სეზონში აქვს მონაწილეობა მიღებული. ესპანელი ასევე ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც ლიგის თასის მოგება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მისი დებიუტი 1999 წლის სექტემბერში შედგა, როდესაც კასილასი მხოლოდ 18 წლის და 177 დღის იყო. მან თასის მოგება მადრიდის “რეალთან” ერთად სამჯერ (2000, 2002, 2014) მოახერხა.