კოპა ლიბერტადორესის ფინალის განმეორებითი მატჩი, რომელსაც მადირდის “სანტიაგო ბერნაბეუმ” უმასპინძლა – “რივერ პლეიტის” გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც არგენტინულ სუპერკლასიკოში თანაქალაქელი “ბოკა ხუნიორსი” – 3:1 დაამარცხა.
დრამატული და დინამიკური მატჩი, დამატებით დრომდე მივიდა, სადაც 92 წუთზე, ვილმარ ბარიოსის გაძევების შემდეგ, რიცხობრივი უპირატესობა “რივერ პლეიტმა” მოიპოვა. მალევე, მეორე დამატებით ტაიმში ეს უპირატესობა “რივერის” კოლუმბიელმა ლეგიონერმა – კინტერომ ულამაზესი დარტყმით გოლად აქცია და კარიერაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი გოლი გაიტანა.
თავდაპირველად, ანგარიში დარიო ბენედეტომ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში “რივერის” შესანიშნავ შეტევას, გუნდის ცენტრფორვარდის ლუკას პრატოს გოლი მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა. კინტეროს ზემოხსენებული გოლის შემდეგ, “ბოკა” მთელი ძალით უტევდა და ბოლო წუთზე ლეონარდო ხარას დარტყმული ძელმა მოიგერია.
საბოლოოდ, “ბოკა ხუნიორსის” თავგანწირულ შეტევებს, შედეგი არ მოუტანია. განსაკუთრებით აქტიურობდა, “ლურჯების” კიპერი ესტებან ანდრადა, რომელიც თითქმის მინდვრის მოთამაშედ იყო გადაქცეული – ამით ბოლო წუთზე მეტოქემ ისარგებლა და მარტინესმა მესამე გოლი ცარიელ კარში გაიტანა.
შედეგად, “რივერ პლეიტმა” კოპა ლიბერტადორესი ისტორიაში მეოთხედ მოიგო, აქამდე ეს ტურნირი ნუნიესის გუნდს 1986, 1996 და 2015 წლებში ჰქონდა მოგებული.
საოცარ მატჩს მადირდში ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მოქმედი ვარსკვლავი და ცნობილი ვეტერანი დაესწრო, მათ შორის პაულო დიბალა, ანუტან გრიზმანი, ლიონელ მესი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, მაურო იკარდი…
