ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ექსთავკაც ვისენტე დელ ბოსკეს მიაჩნია, რომ “ოქროს ბურთის” მოგების სამ პრეტენდენტს შორის ლიონელ მესი აუცილებლად უნდა იყოს:
“ძალიან გაოცებული ვარ, რომ მესის სამეულში ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ეს ჯილდო ფასს კარგავს, როცა სიაში მესი არაა. ეს უცნაურია”.
ლიონელ მესიმ საკუთარ კოლექციას კიდევ ერთი რეკორდი შემატა. პსვ-ს კარში გატანილი გოლის შემდეგ მას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 66 გოლი დაუგროვდა, რითაც კრიშტიანუ რონალდუს გადაუსწრო და ტურნირის აღნიშნული სტადიის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი მოიპოვა. ლეოს ჯგუფურ ეტაპზე 66 გოლის გასატანად 66 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
მესიმ საკუთარი მიზნების შესახებ ჟურნალისტებს მოუთხრო: “ჩვენი მთავარი მიზანი განვითარებაა და ვერ დავკმაყოფილდები იმით, რომ რასაც უკვე მივაღწიე მსურს ვპროგრესირებდე ყოველდღიურად, ვასრულებდე უფრო მეტ ამოცანას და მოვიგო უფრო მეტი ტიტული. საკუთარ ტავს კონკურენტუნარიანად მივიჩნევ. ყოველთვის მომწონდა გამარჯვება და ვერ ვიტან წაგებას…
საკუთარ თავს არა ბომბარდირად, არამედ პლეიმეიკერად აღვიქვამ, რომელიც ბევრს მუშაობს ბურთთან. ფეხბურთში გუნდი გაცილებით მნიშვნელოვანია ერთ ცალკეულ ადამიანზე. როდესაც თქვენ ხედავთ, თუ როგორ აღწევენ წარმატებას ფეხბურთში, გასაგები ხდება, რომ გამარჯვებები მათ უფრო ბევრი აქვთ, რომლებიც ერთად მუშაობენ და ასევე, ერთმანეთისთვის იბრძვიან. ცხადია, მნიშვნელოვანია საკუთარი ინდივიდუალური დონის გაუმჯობესება, მაგრამ კიდევ უფრო ფასეულია, დაეხმარო გუნდს. ასევე, მნიშვნელოვანია, უკლებლივ ყველა ფეხბურთელი. ყველა უნდა აცნობიერებდეს თავის შესატან წვლილს საერთო საქმეში”.
P.S. ჩვენი მხრიდან ლეო მესის “ესპანიოლთან” თამაშს შეგახსენებთ, არგენტინელის გასაოცარ გოლებს და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გაოგნებულ სახეებს.