დიდი დაბრუნება

0
46

ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ­მა და სტა­ბი­ლურ­მა სა­რაგ­ბო ნაკ­რებ­მა ზე­დი­ზედ სა­მი მარ­ცხი იწ­ვნია სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე (ფი­ჯი 15:37, ია­პო­ნია 0:28, იტა­ლია 17:28) და გარ­კვე­უ­ლი კით­ხვის ნიშ­ნე­ბიც გაჩ­ნდა დაწ­ყე­ბულ კრი­ზის­თან და­კავ­ში­რე­ბით.ია­პო­ნი­ა­ში გა­სა­მართ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე წე­ლი­წად­ზე ნაკ­ლე­ბი დრო რჩე­ბა, რაც კი­დევ უფ­რო ამ­ძაფ­რებს სი­ტუ­ა­ცი­ას.
არა­სა­სურ­ველ­მა შე­დე­გებ­მა სამ­წვრთნე­ლო შტაბს ნო­ემ­ბრის ტეს­ტმატ­ჩე­ბის­თვის შე­მად­გენ­ლო­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბის­კენ უბიძ­გა და “ბორ­ჯღა­ლო­სან­თა” სა­შუ­ა­ლო ასაკ­მა 24 წლამ­დე და­ი­წია. ნაკ­რებ­ში მრავ­ლად გა­მოჩ­ნდნენ ის ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რე­ბებ­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბით გულს გვი­ხა­რე­ბენ – თე­დო აბ­ჟან­და­ძე, გე­ლა აფ­რა­სი­ძე, გუ­რამ გო­გი­ჩაშ­ვი­ლი, ბე­ქა გორ­გა­ძე, გი­ორ­გი ცუც­ქი­რი­ძე. ახა­ლი თა­ო­ბა, რო­მე­ლიც კომ­პლექ­სის გა­რე­შე ეთა­მა­შე­ბა ძლი­ერ ნაკ­რე­ბებს და მათ­თან ბრძო­ლის საკ­მაო დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბაც და­უგ­როვ­და.

“გულადი სა­მოა”
სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა 2018 წლის `თი­ბი­სი რაგ­ბის სე­რი­ის~ მატ­ჩი ავ­ჭა­ლის სა­რაგ­ბო სტა­დი­ონ­ზე სა­მო­ას­თან ჩა­ა­ტა­რა. ქარ­თვე­ლი და სა­მო­ე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის გზე­ბი მე­ხუ­თედ გა­და­იკ­ვე­თა. მე­ტო­ქეს, რო­მე­ლიც არ­ცთუ დი­დი ხნის წინ, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის პირ­ვე­ლი ათე­უ­ლის  წევ­რი იყო,  თავ­და­პირ­ვე­ლად 2003 წლის მსოფ­ლიო თას­ზე გა­და­ვე­ყა­რეთ და მა­შინ მე­ტო­ქემ შან­სი არ დაგ­ვი­ტო­ვა – 9:46.
სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თვის, ეს, კუნ­ძუ­ლე­ლებ­თან პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი მარ­ცხი აღ­მოჩ­ნდა. 2003 წლის 23 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გო­ბას, იმ დრო­ის­თვის კლა­სი­ფი­კა­ცი­ა­ში მე-7 პო­ზი­ცი­ა­ზე მყოფ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს, მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე, უმ­ძი­მეს ბრძო­ლა­ში 16:15 ვძლი­ეთ, 2016 წლის წყნა­რი ოკე­ა­ნის ტურ­ნეს დროს, მათ­სა­ვე დე­და­ქა­ლაქ აპი­ა­ში 19:19 ვე­თა­მა­შეთ, იმა­ვე წლის ნო­ემ­ბერ­ში კვლავ ვა­კე­ში 20:16 გა­ვი­მარ­ჯვეთ.
“გუ­ლა­დი სა­მო­ას” წი­ნა­აღ­მდეგ გა­სა­მარ­თი მატ­ჩის წინ `ბორ­ჯღა­ლო­სან­თა~ სამ­წვრთნე­ლო შტაბ­მა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­მელ­თა­გან ზო­გი იძუ­ლე­ბი­თი იყო.
სა­მატ­ჩო რაზ­მში სა­მი დე­ბი­უ­ტან­ტი მოხ­ვდა: თე­დო აბ­ჟან­და­ძე სას­ტარ­ტო­ში მგე­ზა­ვის (#10) პო­ზი­ცი­ა­ზე, პირ­ველ­ხა­ზე­ლე­ბი – 20 წლის გუ­რამ გო­გი­ჩაშ­ვი­ლი და 26 წლის ბე­ქა გი­გაშ­ვი­ლი კი თა­მაშ­ში სა­თა­და­რი­გო სკა­მი­დან ჩა­ერ­თვნენ. სამ­წუ­ხა­როდ, იტა­ლი­ას­თან მატ­ჩში ტრავ­მა მი­ი­ღო სო­სო მა­თი­აშ­ვილ­მა, ამი­ტო­მაც ფულ­ბე­კის პო­ზი­ცია #15 ლა­შა ხმა­ლა­ძემ შე­ავ­სო.
მატ­ჩის წინ გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა და მო­რაგ­ბე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი ერ­თხმად შე­ას­რუ­ლეს, რა­საც სა­მო­ელ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი საბ­რძო­ლო მი­სალ­მე­ბა – ცეკ­ვა “სი­ვა ტაუ” მოჰ­ყვა.
შეხ­ვედ­რის და­საწ­ყი­სი ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მოდ­გა – მე­ტო­ქე მის­თვის კომ­ფორ­ტულ რაგბს თა­მა­შობ­და და ქუ­ლას ქუ­ლა­ზე იღებ­და. სა­მოა შერ­კი­ნე­ბაშც კარ­გად დაგ­ვიდ­გა და რაც მთა­ვა­რია ბურ­თზე კონ­ტრო­ლიც და­ა­წე­სა. 28-ე წუ­თის­თვის მათ უკ­ვე სა­მი ლე­ლო ჰქონ­დათ და­დე­ბუ­ლი ჩვენს ჩათ­ვლის მო­ე­დან­ში. სტუმ­რებ­მა ხელ­და­ხელ წა­მოწ­ყე­ბუ­ლი შე­ტე­ვით მარ­ცხე­ნა ფლან­გზე გაჭ­რეს დაც­ვის ხა­ზი და 22 მეტ­რი­ან ზო­ნა­ში შე­მო­აღ­წი­ეს, სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს შექ­მნი­ლი რიც­ხობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს და ჯეი ჯეი ტუ­ი­ლან­გიმ პირ­ვე­ლი ლე­ლო გა­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც ტუ­სი პი­სიმ გარ­და­სა­ხა. 17-ე წუთ­ზე ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა თით­ქოს კი­დევ ერ­თხელ მო­ი­გე­რი­ეს მე­ტო­ქის მი­ძა­ლე­ბა, თუმ­ცა რა­ქის ნუ­ლო­ვა­ნი ზო­ნის დაც­ვი­სას ძა­ლი­ან უყუ­რად­ღე­ბოდ ითა­მა­შეს და ფი­ლო პა­უ­ლო რაქ­სმა დაგ­ვა­ლე­ლო­ვა. ამ მოვ­ლე­ნი­დან ათ წუთ­ში კი ბურ­თი ცენ­ტრა­ლუ­რი ხა­ზის სი­ახ­ლო­ვეს დავ­კარ­გეთ, აუ­სი ტუ­ა­ლა ერ­თბა­შად ორ მბო­ჭავს და­უძ­ვრა და ოვა­ლი ძე­ლებს შუა და­ა­მი­წა. მას­პინ­ძლებ­მა საწ­ყის ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ერ­თი გა­ტა­ნი­ლი სა­ჯა­რი­მო იკ­მა­რეს, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით პირ­ვე­ლი ქუ­ლე­ბი აი­ღო თე­დო აბ­ჟან­და­ძემ 3:19.
მძი­მე მო­მენ­ტში `ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი~ ერ­თად შე­იკ­რიბ­ნენ, ერ­თმა­ნეთს შე­მო­უ­ძა­ხეს და მე­ტი აგ­რე­სი­ით მი­ე­ძალ­ნენ მე­ტო­ქეს. მო­გე­ბუ­ლი დე­რეფ­ნის შემ­დეგ აგო­რე­ბუ­ლი მო­ლი დაძ­რეს, სა­მო­ამ მო­ა­ხერ­ხა სა­კუ­თა­რი სა­ლე­ლო­ვე ზო­ნი­დან ხუთ მეტ­რში მი­ძა­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა, თუმ­ცა თა­მაზ მჭედ­ლი­ძემ რო­მე­ლიც 50-ე მატჩს ატა­რებ­და ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით, ბურ­თი მო­ი­ხელ­თა და გა­ან­გრია მე­ტო­ქის დაც­ვი­თი ზღუ­დე­ე­ბი. უკ­ვე ნა­ნატრ ლე­ლომ­დე სან­ტი­მეტ­რე­ბი რჩე­ბო­და და საქ­მე­ში ლობ­ჟა­ნი­ძე ჩა­ერ­თო, რო­მე­ლიც ბურ­თი­ა­ნად შეხ­ტა მე­ტო­ქის ძე­ლებს მიღ­მა: აბ­ჟან­და­ძის ზუს­ტი გარ­და­სახ­ვა და 10:19.
მე­ო­რე ტა­იმ­ში სა­ხეც­ვლი­ლი ნაკ­რე­ბი დაბ­რუნ­და – შეც­ვლა­ზე შე­სულ­მა პირ­ველ ხა­ზე­ლებ­მა გო­გი­ჩაშ­ვილ­მა და გი­გაშ­ვილ­მა მას­პინ­ძლებს შერ­კი­ნე­ბა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა და­უბ­რუ­ნეს, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა კი­დეც მატ­ჩის სა­ბო­ლოო შე­დე­გის სა­ხეც­ვლი­ლე­ბა. ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა რო­გორც მო­ედ­ნის უპი­რა­ტე­სო­ბა, ასე­ვე სა­თა­მა­შო ინი­ცი­ა­ტი­ვა ხელ­ში ჩა­იგ­დეს, ხუთ­მეტ­რი­ან ზო­ნა­ში შერ­კი­ნე­ბას სა­მო­ამ გა­ჭირ­ვე­ბით გა­უძ­ლო, თუმ­ცა ოთარ გი­ორ­გა­ძემ რა­ქი­დან რომ აი­ტა­ცა ბურ­თი, მი­სი გა­ჩე­რე­ბა ვე­ღა­რა­ვინ შეძ­ლო – 17:19.
ქარ­თვე­ლებ­მა  სა­თა­მა­შო ტემპს კი­დევ უფ­რო უმა­ტეს, გი­ორ­გი ცუც­ქი­რი­ძემ მე­ტო­ქის დაც­ვის ხა­ზი გაჭ­რა და 22-მეტ­რი­ან ხა­ზამ­დე ირ­ბი­ნა, ათ­ფა­ზი­ა­ნი, მწყობ­რი შე­ტე­ვა შეც­ვლა­ზე შე­მო­სუ­ლი გე­ლა აფ­რა­სი­ძის ლე­ლო­თი დას­რულ­და და პირ­ვე­ლად დავ­წი­ნა­ურ­დით – 24:19. 73-ე წუთ­ზე თე­დომ კა­რი­ის წინ მო­პო­ვე­ბუ­ლი ჯა­რი­მა 40 მეტ­რი­დან უზა­დოდ შე­ას­რუ­ლა და შეხ­ვედ­რის სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შიც და­ა­ფიქ­სი­რა 27:19.
16-ქუ­ლი­ა­ნი ჩა­მორ­ჩე­ნის შემ­დეგ, ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა სა­მო­ას ნაკ­რებს 24 უპა­სუ­ხო ქუ­ლა გა­უ­ტა­ნეს და მე­ტო­ქე აქამ­დე რე­კორ­დუ­ლი სხვა­ო­ბით 27:19 და­ა­მარ­ცხეს. სა­მო­ე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თშეხ­ვედ­რე­ბის ბა­ლან­სი კი­დევ უფ­რო უკე­თე­სი გახ­და 3 მო­გე­ბა, 1 ფრე, 1 წა­გე­ბა.

მატ­ჩის შემ­დგომ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შემდეგი სიტყვები ითქვა.

მილ­ტონ ჰე­ი­გი (სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი): „გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მი დე­ბი­უ­ტან­ტი გვყავ­და. ზო­გა­დად, ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დით ვი­თა­მა­შეთ და ასეთ პი­რო­ბებ­ში მსგავ­სი თა­მა­შის მო­გე­ბა ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლოა. ამ ბი­ჭებ­მა გა­მო­ამ­ჟღავ­ნეს სი­მა­მა­ცე, ხა­სი­ა­თი და გვა­ნა­ხეს, რომ შე­უძ­ლი­ათ მე­ო­რე ტა­იმ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და მატ­ჩის მო­გე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გე­ბი იყ­ვნენ დე­ბი­უ­ტან­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მათ ასაკს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

მე­ტო­ქის გუნ­დში ძა­ლი­ან კარ­გი 15 მო­რაგ­ბე თა­მა­შობ­და, რომ­ლებ­საც ჩვენ­ზე არა­ნაკ­ლებ უნ­დო­დათ მო­გე­ბა. პირ­ველ ტა­იმ­ში რამ­დე­ნი­მე ბოჭ­ვა გაგ­ვი­ცუდ­და, მე­ტო­ქემ მო­ა­ხერ­ხა ჩვე­ნი წნეხ­ში მოქ­ცე­ვა, რაც პო­ლი­ნე­ზი­ურ გუნ­დებს სჩვე­ვი­ათ. შეს­ვე­ნე­ბა­ზე სწო­რედ ამა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, შეც­დო­მე­ბი გა­მო­ვას­წო­რეთ და დაღ­ლილ მე­ტო­ქეს შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბა ვა­ი­ძუ­ლეთ.

ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის 23 მო­თა­მა­შე, რომ­ლე­ბიც სა­მატ­ჩო გა­ნაც­ხად­ში არი­ან. შეც­ვლა­ზე შე­სულ­მა ბი­ჭებ­მა თა­მა­შის მსვლე­ლო­ბა შეც­ვა­ლეს, მაგ­რამ არ უნ­და დაგ­ვა­ვიწ­ყდეს, რომ სას­ტარ­ტო­ში მყოფ­მა მო­რაგ­ბე­ებ­მა და­ღა­ლეს მე­ტო­ქე, რა­საც ახ­ლე­ბის ენ­თუ­ზი­აზ­მი და­ე­მა­ტა და ამან სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა“.

მე­რაბ შა­რი­ქა­ძე (სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი): „ასეთ ძლი­ერ გუნ­დთან, რაც ნაკ­რებ­ში ვარ, ამ­ხე­ლა ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მოფ­ხვრა პირ­ვე­ლად მო­ვა­ხერ­ხეთ. ყო­ვე­ლი გაშ­ვე­ბუ­ლი ლე­ლოს შემ­დეგ, რო­დე­საც ბი­ჭე­ბი ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ვამ­ბობ­დით, რომ უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვით მომ­თმე­ნე­ბი, არ უნ­და ჩაგ­ვეთ­ვა­ლა თა­მა­ში წა­გე­ბუ­ლად. ვფიქ­რობ, ამ კუთ­ხით გა­ვი­ზარ­დეთ. წარ­სულ­ში, მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, შე­იძ­ლე­ბა ყუ­რე­ბი ჩა­მოგ­ვე­ყა­რა, მე­ტო­ქეს ვე­ღარ და­ვე­წე­ვი­თო, თუმ­ცა, ახ­ლა სხვაგ­ვა­რად იყო და სა­ბედ­ნი­ე­როდ შევ­ძე­ლით სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის ჩვე­ნე­ბა.

რო­გორც იქ­ნა, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ვა­ხა­რეთ, თავ­და­დე­ბამ გა­ა­მარ­თლა“.

“ზღვის არწივები”
ნო­ემ­ბრის უკა­ნას­კნელ ტესტ-მატ­ჩში ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი ვა­კე­ში, მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე ტონ­გას მას­პინ­ძლობ­დნენ. `ზღვის არ­წი­ვებს~ პირ­ვე­ლად შო­რე­ულ 1999 წლის მსოფ­ლიო თა­სის შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე შევ­ხვდით და ნუ­კუ­ა­ლო­ფა­ში მას­პინ­ძლებ­მა 37:6 იმარ­ჯვეს, გან­მე­ო­რე­ბით შეხ­ვედ­რა­ში კი, მას­შტა­ბუ­რი ჩხუ­ბის ფონ­ზე, თბი­ლის­ში, ეროვ­ნულ სტა­დი­ონ­ზე 28:27 მო­ვი­გეთ.
2014 წელს ტონ­გე­ლე­ბი თბი­ლისს მე­ო­რედ ეწ­ვივ­ნენ და ტესტ-მატ­ჩში 23:9 დაგ­ვჯაბ­ნეს. მას შემ­დეგ მე­ტო­ქეს სამ­ჯერ ვე­თა­მა­შეთ და სა­მი­ვე­ჯერ _ ნე­იტ­რა­ლურ მო­ე­დან­ზე. თბი­ლის­ში გან­ცდი­ლი მარ­ცხის­თვის რე­ვან­ში 2015 წლის მსოფ­ლიო თას­ზე, გლოს­თერ­ში შედ­გა.
ჩვე­ნებ­მა პრინ­ცი­პულ შეხ­ვედ­რა­ში 17:10 იმარ­ჯვეს.
2016 წელს ტონ­გას წყნა­რი ოკე­ა­ნის ტურ­ნე­ზე ფი­ჯი­ზე, სუ­ვა­ში ვე­თა­მა­შეთ და და­ვით კა­ჭა­რა­ვას ორი ლე­ლო­თი 23:20 ვძლი­ეთ. წელს, ივ­ნის­ში, ტონ­გას კვლავ სუ­ვა­ში „წყნა­რი ოკე­ა­ნის თას­ზე~ და­ვუ­პი­რის­პირ­დით და ისევ და­ძა­ბულ შეხ­ვედ­რა­ში 16:15 ვა­ჯო­ბეთ.
ამ­გვა­რად, კუნ­ძუ­ლე­ლე­ბი რე­ვან­შის­თვის იყ­ვნენ გან­წყო­ბილ­ნი, გუნ­დე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას კი ის ფაქ­ტიც ზრდი­და, რომ თა­მაშს სა­რე­ი­ტინ­გო თვალ­საზ­რის­თაც კონ­კრე­ტუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. მატ­ჩის წინ ტონ­გა 73.84 ქუ­ლით მე-12 ად­გილ­ზე გახ­ლდათ, სა­ქარ­თვე­ლოს 72.60 ქუ­ლით მე-15 პო­ზი­ცია ეკა­ვა, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი გუნ­დი მე­ტო­ქის უკან მო­ტო­ვე­ბას ახერ­ხებ­და.
მილ­ტონ ჰე­იგ­მა 17 ნო­ემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მატ­ჩის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ორი მო­რაგ­ბე შეც­ვა­ლა: ჰუ­კე­რის (#2) პო­ზი­ცი­ა­ზე ჯა­ბა ბრეგ­ვა­ძის ნაც­ვლად შალ­ვა მა­მუ­კაშ­ვი­ლი ვი­ხი­ლეთ, მარ­ჯვე­ნა ბურ­ჯად კი დუ­დუ ქუბ­რი­აშ­ვი­ლი ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვამ ჩა­ა­ნაც­ვლა. ტონ­გამ უელ­სთან გან­ცდი­ლი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მარ­ცხის (24:74) შემ­დეგ სას­ტარ­ტო­ში  სა­მი მო­რაგ­ბე შეც­ვა­ლა – კვა­ჭი, შერ­კი­ნე­ბის შემ­კვრე­ლი და ცენ­ტრი. სა­მა­გი­ე­როდ, მრავ­ლად იყო ცვლი­ლე­ბე­ბი მარ­ქა­ფა­ში.
“ზღვის არ­წი­ვე­ბის~ შე­მად­გენ­ლო­ბა კარ­გად იყო და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი. 23-კა­ცი­ა­ნი გა­ნაც­ხა­დი სრუ­ლად ლე­გი­ო­ნე­რე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი: 9 მო­რაგ­ბე ახა­ლი ზე­ლან­დი­ი­დან იყო, 8 _ საფ­რან­გე­თი­დან, 4 _ ინ­გლი­სი­დან, თი­თო კი _ უელ­სი­დან და ავ­სტრა­ლი­ი­დან.
ტონ­გა ტრა­დი­ცი­უ­ლად,  შეხ­ვედ­რის აგ­რე­სი­უ­ლი სტარ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა და საწ­ყის წუ­თებ­ში სო­ნა ტა­ნე ტა­კუ­ლუ­ამ ორი იო­ლად გა­სა­ტა­ნი სა­ჯა­რი­მო შე­აგ­დო. 25-ე წუ­თი­დან ჩვენ­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი რაგ­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა და­ვიწ­ყეთ. წვი­მი­ან ამინ­დში ხე­ლით სწრა­ფი თა­მა­ში საკ­მა­ოდ ჭირ­და, ამი­ტო­მაც ტრა­დი­ცი­ულ­მა `აი­ღე და მი­ე­ძა­ლემ~ აშ­კა­რად გა­ა­მარ­თლა. მას­პინ­ძელ­თა მი­ერ აგო­რე­ბულ­მა მოლ­მა 15 მეტ­რი ია­რა, რა­საც წარ­მა­ტე­ბით მოწ­ყდა ოთარ გი­ორ­გა­ძე, რო­მელ­მაც ბრძო­ლა­ში შე­აღ­წია მე­ტო­ქის ჩათ­ვლის მო­ე­დან­ში. რთუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან გარ­და­სახ­ვა ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა თე­დო აბ­ჟან­და­ძემ და სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლად და­წი­ნა­ურ­და 7:6.
შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ტა­კუ­ლუ­ამ მე­სა­მე ჯა­რი­მაც გაგ­ვი­ტა­ნა და კუნ­ძუ­ლე­ლებ­მა ლი­დე­რო­ბა და­იბ­რუ­ნეს – 9:7. სი­ტუ­ა­ცია უაღ­რე­სად დამ­ძიმ­და, რო­დე­საც რე­ფე­რიმ ჯერ ბე­ქა გორ­გო­ძე გაგ­ვი­სინ­ბი­ნა 10 წუ­თით, ხო­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის გზას შეც­ვლა­ზე შე­სუ­ლი მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი მი­ა­ყო­ლა. `ბორ­ჯღა­ლო­სან­თა~ სა­სა­ხე­ლოდ უნ­და ით­ქვას, რომ მი­უ­ხე­და­ვად რიც­ხობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბი­სა, წა­მი­ე­რა­დაც არ და­უთ­მი­ათ სა­თა­მა­შო უპი­რა­ტე­სო­ბა და მუდ­მი­ვად წნეხ­ში ამ­ყო­ფებ­დნენ მე­ტო­ქეს. ტონ­გელ­თა მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა და­ბა­ლი სა­თა­მა­შო დის­ციპ­ლი­ნაა, რა­მაც თა­ვი ამ შეხ­ვედ­რა­შიც იჩი­ნა – ზე­დი­ზედ დარ­ღვე­უ­ლი თა­მა­შის წე­სე­ბი და თე­დო აბ­ჟან­და­ძემ ზუს­ტი დარ­ტყმე­ბით ჯერ ლი­დე­რო­ბა და­უბ­რუ­ნა ჩვენს ნაკ­რებს, ხო­ლო 73-ე წუთ­ზე ოთ­ხქუ­ლი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბაც მო­ვი­პო­ვეთ – 13:9.
გა­წით­ლე­ბულ დრო­ზე, სა­ქარ­თვე­ლომ ბურ­თი ხელ­ში ჩა­იგ­დო, თუმ­ცა აუტ­ში გა­და­ტა­ნა და მატ­ჩის დამ­თავ­რე­ბა არ იკად­რა, ამით გულ­შე­მატ­კი­ვარ­საც პა­ტი­ვი სცა და მე­ტო­ქე­საც შან­სი და­უ­ტო­ვა შეხ­ვედ­რის გა­დარ­ჩე­ნი­სა. ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის მრა­ვალ­ფა­ზი­ა­ნი შე­ტე­ვა ხელ­და­ხელ ერ­თი ფრთი­დან მე­ო­რე­ზე გა­ი­შა­ლა, შეც­ვლა­ზე შე­მო­სულ­მა მორ­კი­ნალ­მა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ სა­ო­ცა­რი ელას­ტი­უ­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა, ხუ­თი მე­ტო­ქით გა­რე­მო­ცულ­მა  ელე­გან­ტუ­რი ბრუ­ნით და­იძ­ვრი­ნა თა­ვი და ლა­მა­ზი ლე­ლო და­დო!  ტრი­ბუ­ნა­ზე შეკ­რე­ბი­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­ში მო­ვი­და – აი, ასე­თი თა­მა­შის  სტილს ელო­დე­ბა ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი  ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი­სა­გან.  აბ­ჟან­და­ძემ ზუს­ტი გარ­და­სახ­ვით წერ­ტი­ლი და­უს­ვა მატჩს – 20:9.
“თი­ბი­სი რაგ­ბის სე­რი­ე­ბის” უკა­ნას­კნელ მატ­ჩში ტონ­გას სა­რე­კორ­დო სხვა­ო­ბით ვძლი­ეთ და “ზღვის არ­წი­ვებ­თან” და­დე­ბით ბა­ლან­სი გან­ვიმ­ტკი­ცეთ: ხუ­თი მო­გე­ბა და ორი მარ­ცხი.

წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

მილ­ტონ ჰე­ი­გი (სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი): „სა­მი ტესტ–მატ­ჩი­დან ორი მო­ვი­გეთ. იტა­ლი­ას­თან შეხ­ვედ­რამ­დე სხვა მატ­ჩი რომ გვქო­ნო­და, ალ­ბათ, იქაც უკე­თეს შე­დეგს ვაჩ­ვე­ნებ­დით. ათ­ბა­ლი­ა­ნი სის­ტე­მით თუ შე­ვა­ფა­სებთ, ამ ტეს­ტებს რვა ქუ­ლას და­ვუ­წერ­დი. ჩვე­ნი გუნ­დის სა­შუ­ა­ლო ასა­კი 23 წე­ლია და ამ ახალ­გაზ­რდე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ­მა ნაკ­რებ­მა სა­ოც­რად ითა­მა­შა. ნაკ­რე­ბის­თვის აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ სა­მი კარ­გი მო­რაგ­ბე: გუ­რამ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, ბე­ქა გი­გაშ­ვი­ლი და თე­დო აბ­ჟან­და­ძე, რაც დი­დი წარ­მა­ტე­ბაა. ძა­ლი­ან ბევ­რი მო­თა­მა­შე და სა­თა­მა­შო ტაქ­ტი­კა გავ­სინ­ჯეთ. კა­პიტ­ნის დაბ­რუ­ნე­ბით ბედ­ნი­ე­რი ვარ. ის გუნ­დის ნამ­დვი­ლი ლი­დე­რია.

„რაგ­ბი ევ­რო­პის“ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვეც­დე­ბით იმ სტი­ლით ვი­თა­მა­შოთ, რა­საც მსოფ­ლიო თას­ზე ას­პა­რე­ზო­ბი­სას ვა­პი­რებთ. ზუ­რა ძნე­ლა­ძე ფან­ტას­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შეა, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია“.

ბე­ქა გორ­გა­ძე (მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე): „ვი­ცო­დით, რომ რთუ­ლი თა­მა­ში გვე­ლო­და. მე­ტო­ქის მძი­მე შე­ტე­ვებს კარ­გი დაც­ვა და­ვუ­პი­რის­პი­რეთ და შეც­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ვა­ხა­რეთ. ნო­ემ­ბრის ტეს­ტებ­ზე სა­მი­დან ორი შეხ­ვედ­რა მო­ვი­გეთ და წინ კი­დევ ბევ­რი გა­მარ­ჯვე­ბა გვე­ლის. უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მსოფ­ლიო თა­სის­თვის მზა­დე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ რა­მეს გა­მო­ვას­წო­რებთ და ქარ­თუ­ლი რაგ­ბიც უფ­რო წინ წა­ი­წევს“.

მე­რაბ შა­რი­ქა­ძე (სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი): „ად­რე აღ­ვნიშ­ნე, რომ ქო­მა­გის ვა­ლი გვქონ­და და ვფიქ­რობ, ამ მო­გე­ბით მათ­თან მეტ-ნაკ­ლე­ბად გავ­სწორ­დით. ამ ტეს­ტებ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ რამ­დე­ნი­მე პო­ზი­ცი­ა­ზე ახა­ლი ძლი­ე­რი მო­რაგ­ბე­ე­ბი გვყავს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ახ­ლა ჩვე­ნი ერთ-ერ­თი ძლი­ე­რი მხა­რე ჰა­ერ­ში თა­მა­ში­ცაა, რაც ად­რე ჩვენ­თვის სი­სუს­ტედ ით­ვლე­ბო­და. ყვე­ლა თა­მაშ­ში მთლი­ა­ნად ვი­ხარ­ჯე­ბით, რა­თა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ვა­ხა­როთ“.

ნო­ემ­ბრის ტეს­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მსოფ­ლიო რაგ­ბიმ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­ი­ტინ­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბაა.
“ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი”, ტონ­გას და­მარ­ცხე­ბით ორი სა­ფე­ხუ­რით და­წი­ნა­ურ­დნენ და ამ­ჟა­მად, რე­ი­ტინ­გის მე-13 ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. გა­და­ვას­წა­რით ტონ­გას და იტა­ლი­ას, რო­მელ­მაც ახალ ზე­ლან­დი­ას­თან 3:66 გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მარ­ცხი იწ­ვნია.
1(1). ახალი ზელანდია 92.54
2(2). ირლანდია 91.7
3(3). უელსი 87.24
4(4). ინგლისი 86.22
5(5). სამხრეთ აფრიკა 84.58
6(6). ავსტრალია 82.40
7(7). შოტლანდია 81.84
8(10). ფიჯი 77.95
9 (8). საფრანგეთი 77.33
10(9). არგენტინა 77.05
11(11). იაპონია 75.24
12(13). აშშ 73.66
13(15). საქართველო 73.42
14(12). ტონგა 73.02
15(14). იტალია 72.75
16(16). სამოა 68.78
17(18). ურუგვაი 66.82
18(17). რუმინეთი 65.45
19(19). რუსეთი 65.20
20(21). კანადა 62.95

გიორგი ბარბაქაძე