მადრიდის ,,რეალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინადინ ზიდანმა შეთავაზება ოთხი ევროპული გუნდისგან მიიღო. Goal-ის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი მომავალ სეზონში, შესაძლოა, მადრიდის ,,სამეფო კლუბში” დაბრუნდეს. ზიდანით, ასევე, ,,მანჩესტერ იუნაიტედი”, პარიზის ,,პსჟ” და მიუნხენის ,,ბაიერნი” ინტერესდებიან.
46 წლის მწვრთნელმა ,,რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სამჯერ შეძლო. მიმდინარე წლის მაისში კი გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ბოლო დროს პრესაში იწერებოდა, რომ ზიდანის მანჩესტერის ,,იუნაიტედში” დანიშვნა გადაწყვეტილი იყო, თუმცა ,,წითელმა ეშმაკებმა” აღნიშნული ფაქტი თავად უარყვეს. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტურინის ,,იუვენტუსი” ფრანგს კლუბის გენერალურ დირექტორობას სთავაზობდა.