ერნესტო ვალვერდე: ,,ვერ ვიტყვი, რომ “ბეტისმა” ჩვენზე უკეთ ითამაშა”

0
44

კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ,,ბეტისთან” წაგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,პრობლემა პრესინგში? არ ვიცი. მომეჩვენა, რომ შეხვედრის დასაწყისში კარგად ვმოქმედებდით და მათ ბურთი ბევრჯერ დავაკარგინეთ. შემდეგ უკვე დიახ, ჩვენმა პრესინგმა არ გაამართლა.
საკმარისად გამართულად ვერ ვთამაშობდით, ვერ ვაკონტროლებდით მატჩის მიმდინარეობას – ვფიქრობ, პირველი ტაიმის შედეგი სწორედ აქედან გამომდინარეობს. მეორე ნახევარში კი რამდენჯერაც თამაშში დავბრუნდით, მათ იმდენჯერვე საპასუხო გოლით დაგვსაჯეს.
ყველაფერი მარტივადაა – რაც უფრო მეტი ფეხბურთელია შეტევაში, მით უფრო ნაკლებია დაცვაში. როცა თავდასხმაში ცუდად ვმოქმედებდით, მეტოქე კონტრშეტევებზე გვიჭერდა. ,,ბეტისმა” ეს შეხვედრა პირველ ტაიმში მოიგო. არ მინდა, მოწინააღმდეგეს დამსახურება დავუკარგო, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ მათ ჩვენზე უკეთ ითამაშეს”, – ვალვერდეს სიტყვებს Marca ციტირებს.
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეთორმეტე ტურში ,,ბარსელონამ” ,,ბეტისს” უმასპინძლა და 3:4 დამარცხდა.
12 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 24 ქულით ვალვერდეს გაწვრთნილი გუნდი ლიდერობს.