დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალის ჩატარების ადგილი ცნობილია, დასკვნითი მატჩი 25 ნოემბერს ბათუმში, ანგისას სტადიონზე გაიმართება.
ფინალში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი “გაგრა” და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” შეხვდებიან. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალში ქუთაისურმა გუნდმა “თელავი” დაამარცხა, ხოლო “გაგრამ” თბილისის “დინამო” გამოთიშა.
