ლონდონის “ჩელსის” ყოფილი დამრიგებელი ანტონიო კონტე კლუბს მასთან კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტისთვის კომპენსაციას სთხოვს. “გაზეტა დელო სპორტის” ცნობით, იტალიელ სპეციალისტს 23 მილიონი ევროს მიღება სურს. აქედან 13 მილიონი უშუალოდ ხელშეკრულების გაწყვეტისთვის, 10 მილიონი კი რეპუტაციის შებღალვის გამო.
“ჩელსი” არ აპირებს დათმობაზე წასვლას და კონტეს ბრალდება თავად წარუდგინა რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. კერძოდ, დასავლეთლონდონის კლუბის აზრით კონტე “ჩელსის” პარტნიორებთან სასპონსორო ვალდებულებებს არღვევდა, არ აჩერებდა ავტომობილს ბაზის მახლობლად მითითებულ საპარკინგე ადგილას და პრესკონფერენციებზე ხშირად აგვიანებდა.