ჟოზე მოურინიუ ჩვეულ ამპლუაში

0
44
ტურინში ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერმა” თამაში შემოუტრიალა “იუვენტუსს” (1:2), სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ კი ხელი ყურთან მიიტანა და ჟესტით აჩვენა, ვითომ მათ მიერ მის შეურაცხყოფას უსმენდა.
“ოლდ ტრაფორდზე” გამართულ წინა შეხვედრაში პორტუგალიელმა “იუვეს” ფანებს სამი თითი უჩვენა, რაც 2009/2010 წლების სეზონში “ინტერში” შესრულებულ ტრებლს ნიშნავდა.
ნამატჩევს მოურინიუმ თქვა, რომ ძალიან კარგი, ტოპ-თამაში იყო, მაღალ დონეზე იასპარეზეს და ამაყობს თავისი ფეხბურთელებით.

„90 წუთის განმავლობაში ინსულტს ვებრძოდი. აქ ჩემი საქმის გასაკეთებლად ჩამოვედი.
თამაშის ბოლოს არავისთვის არ შემიტევია, უბრალოდ, მინდოდა, მათი ხმა გამეგონა. ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ამაზე უკეთესი შეუძლებელი იყო. ჩვენ ვთამაშობდით გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს,“ – დასძინა მოურინიუმ ნამატჩევს.