იტალიის სარაგბო ნაკრებმა, რომელიც 10 ნოემბერს ფლორენციაში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ტესტ-მატჩს გამართავს, უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბა.
ცნობილია, რომ იტალიელები “ბორჯღალოსნებთან” შეხვედრას განსაკუთრებული ინტერესით ელიან. “აძურიში” ქართველ მორაგბეთა ექვს ერში სწრაფვა აღიზიანებთ და არ მალავენ, რომ ჩვენებურთა სამაგალითოდ დასჯა სურთ.
ამ ფონზე გასაკვირი არ ყოფილა, რომ აპენინელთა ირლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა ქონორ ო’შიმ ჩიკაგოში “სამყურებთან” სათამაშოდ, ფაქტობრივად, მე-2 შემადგენლობა წაიყვანა, ამჯერად კი, ყველა საუკეთესოს უხმო.
ო’შიმ “ბორჯღალოსნებთან” მატჩისთვის გაფართოებული 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც აპენინელთა აღიარებულ ლიდერებს – ფერარის, ლოვოტის, გირალდინის, ძანის, ბადს, კაპიტან პარისეს, ნეგრის, პოლედრის, ალანს, კასტელოს, ბენვენუტისა და ჰეივარდს ვხედავთ.
“აძურის” დამრიგებელი საბოლოო რაზმს ხუთშაბათს გამოამზეურებს, გაფართოებული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
სიმონე ფერარი (“ბენეტონი”, 14 კეპი), ანდრეა ლოვოტი (“ძებრე”, 27), ტიციანო პასკუალი (“ბენეტონი”, 10), ჩერიფ ტრაორე (“ბენეტონი”, 2), ჯოშუა ძილოკი (“ძებრე”, 2), ლუკ ბიჯი (“ბენეტონი”, 12), ოლივიერო ფაბიანი (“ძებრე”, 7), ლეონარდო გირალდინი (“ტულუზა”, საფრანგეთი, 96), ჯორჯ ბიაჯი (“ძებრე”, 23), დინ ბადი (“ბენეტონი”, 13), მარკო ფუსერი (“ბენეტონი”, 30), მარკო ლაძარონი (“ბენეტონი”, 3), ალესანდრო ძანი (“ბენეტონი”, 106), რენატო ჯიამაროლი (“ძებრე”, 3), იოჰან მეიერი (“ძებრე”, 1), სებასტიან ნეგრი (“ბენეტონი”, 9), სერჯიო პარისე (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 134), ჯეიკ პოლედრი (“გლოსტერი”, ინგლისი, 3), აბრაჰამ სტეინი (“ბენეტონი”, 22), ჯიმი ტუივატი (“ძებრე”, 1), გულიელმო პალაცანი (“ძებრე”, 25), ტიტო ტებალდი (“ბენეტონი”, 26), ტომასო ალანი (“ბენეტონი”, 40), კარლო კანა (“ძებრე”, 30), ჯულიო ბისენი (“ძებრე”, 11), მიკელე კამპანიარო (“ექსეთერი”, ინგლისი, 35), ტომასო კასტელო (“ძებრე”, 12), ლუკა მორისი (“ბენეტონი”, 17), მატია ბელინი (“ძებრე”, 15), ტომასო ბენვენუტი (“ბენეტონი”, 52), ჯეიდენ ჰეივარდი (“ბენეტონი”, 10), ლუკა სპერანდინო (“ბენეტონი”, 3).
ტრავმების გამო, იტალიის ეროვნულ ნაკრებს ამჯერად ვერ დაეხმარებიან: ორნელ ჯეგა, ფედერიკო ძანი (ორივე – “ბენეტონი”), ჯიოვანი ლიკატა, მაქსიმ მბანდა, მატეო მინოცი, ედოარდო პადოვანი, მარჩელო ვიოლი (ყველა – “ძებრე”), ლეონარდო სარტო (თავისუფალი აგენტი).
მთავარი ნიუსი იტალიელელებმა “ბორჯღალოსნებთან” მატჩისთვის უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბეს