ხოსეპ გვარდიოლა პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს, ინგლისის პრემიერლიგის არცერთ სხვა კლუბში იმუშავებს.
47 წლის კატალონელმა სპეციალისტმა “მანჩესტერ სიტისთან” ერთად, რომელთან ერთადაც მესამე სეზონს ატარებს, უკვე მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული, ასევე: ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი.
“სიტიში” ჩემი სტატისტიკა და ჩატარებული საქმიანობის ციფრული მაჩვენებლები სასიამოვნო სანახავია, მაგრამ ეს არაა ჩემთვის მთავარი. ეს არაფერს იძლევა. ათი წლის შემდეგ უკეთესი გასახსენებელი იქნება ფინალი და ის, თუ როგორ კარგად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ტიტულები მნიშვნელოვანია. ის მეხმარება სამსახურის მოძიებასა და მუშაობის ინტერესით გაგრძელებაში.
ყველას მოსწონს, როდესაც უყვართ და ამაშია ცხოვრების საიდუმლო. მანჩესტერელად მთელი ცხოვრება დავრჩები. ყოველთვის “სიტის” გულშემატკივცარი ვიქნები და ჩემთვის შეუძლებელი იქნება სხვა ინგლისურ კლუბში მუშაობა, რადგან ვგრძნობ ჩვენი გულშემატკივრებისგან სიყვარულს”, – განაცხადა გვარდიოლამ BBC Radio 5 Live-ის ეთერში.