თეთრი და შავი… „კლასიკოში“ გამოჩნდება

0
49

მადრიდის „რეალის“  ხელმძღვანელობა „ჩელსისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი თავკაცის, ანტონიო კონტეს მიწვევით სერიოზულადაა დაინტერესებული. ერთბაშად რამდენიმე წამყვანი იტალიური გამოცემა, მათ შორის Football Italia ირწმუნება, რომ მადრიდელებმა იტალიელ სპეციალისტთან კონტაქტი უკვე დაამყარეს, მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი  კი 15 ოქტომბერს გაიმართა.

49 წლის ანტონიო კონტე ამჯამად „ჩელსისთან“ დავითაა დაკავებული, იგი ლონდონურ კლუბს ვადამდე გათავისუფლებისთვის 10 მილიონ ევროს სასამართლოს ძალით ედავება. „რეალი“ კი ხულიენ ლოპეტეგის ხელმძღვანელობით ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩია, მოგებას ვინ ჩივის და, გოლის გატანასაც ვერ ახერხებს – ფრე და ორი მარცხი, ბურთების შეფარდება – 0:4. კიდევ ერთი შეხვედრა მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში – მოსკოვში ცსკა-სთან წააგეს (0:1)

52 წლის ხულიენ ლოპატეგიმ „რეალი“ ივნისში, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თანამდებობის სკანდალით დატოვების შემდეგ ჩაიბარა. უკვე დაიწერა, რომ ლოპეტეგის ბედი სეზონის პირველ „კლასიკოში“, 28 ოქტომბერს „კამპ ნოუზე“ გადაწყდება.