არგენტინელმა ფორვარდმა კარლოს ტევესმა თანამემამულე ლიონელ მესი და ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ შეადარა:
“მესი სპორტულ დარბაზში არასდროს მინახავს. არ მინახავს, რომ მას ძალისმიერად ევარჯიშოს, ან რაღაც მსგავსი ეკეთებინოს. მესის ყველაფეი ბუნებრივად გამოსდის.
რაც შეეხება რონალდუს, მისთვის ვარჯიშები აკვიატებული იდეაა. კრიშტიანუს სატრენაჟორო ოთახში მთელი დღის გატარება შეუძლია”.