გიორგი შერმადინი ევროთასის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშეა. ოღონდ მან ეს ტიტული “უნიქსის” ლეგიონერ რეიმარ მორგანთან გაიყო. მარგი ქმედების კლოეფიციენტო ორივეს ერთნაირი ჰქონდა – 34.
შერმადინის “უნიკახამ” 96:85 დაამარცხა მონტენეგროული “მორნარი”, ხოლო “უნიქსმა” 92:78 აჯობა “ტურინს”.
მორგანმა 21 წუთში 25 ქულა ჩააგდო, ხოლო შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო: 21:30 წუთი, 26 ქულა (14-დან 11 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამიანი, 3-დან 1 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება, 1 პასი.