დავით ხოჭოლავა სიმბოლურ ნაკრებში

0
55

უკრაინის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა პირველი წრის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც დონეცკის “შახტარის” ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა მოხვდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ერთი გოლიც გაიტანა. “შახტარი” სატურნირო ცხრილს 28 ქულით ლიდერობს.