მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ განაცხადა, რომ მას შეეძლო მადრიდის “რეალში” გადასვლა, მაგრამ “სამეფო კლუბის” ემისრები უარით გაისტუმრა.
ალკანტარას თქმით, “რეალში” გადასვლა “ბარსელონას” ღალატი იქნებოდა: “ბარსელონას” აკადემიაში გავიზარდე და ეს არასდროს დამავიწყდება. ვიცი, როგორი ურთიერთობა აქვთ “რეალსა” და “ბარსელონას”, ამიტომ მადრიდელთა კლუბში არასდროს ვითამაშებ და ამ გუნდს ყოველთვის უარით გავისტუმრებ”.