ლა ლიგამ “ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. მესიმ პირველი ინდივიდუალური ტიტული მოიგო სეზონში – მან სექტემბერში ლა ლიგაში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. მან “უესკასთან” 8:2 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი “ჟირონასთან” 2:2 დასრულებულ მატჩში გაიტანა.
მესის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს 20 სექტემბერს გადასცემენ, როცა “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “სევილიას” უმასპინძლებს.
ლა ლიგამ ეს პრიზი 2013 წელს დააწესა. საოცარია, მაგრამ ფაქტია – მესიმ თავისი პირველი პრიზი მხოლოდ 2016 წლის იანვარში მიიღო. არგენტინელისთვის ეს მე-4 პრიზია კარიერაში და მხოლოდ ანტუან გრიზმანს (5) ჩამორჩება. ლეომ კრიშტიანუ რონალდუს (3) გადაუსწრო. ამ სამი ფეხბურთელის გარდა თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი 2-ზე მეტჯერ არავის მიუღია. 2-2-ჯერ კი არიც ადურისი, იაგო ასპასი, დიეგო გოდინი, კოკე, კარლოს ველა, ლუის სუარესი და ნოლიტო გამოარჩიეს.