არცთუ სანახაობრივი თამაშის მე-3 კომპენსირებულ წუთზე ნეიმარმა კუთხური მოაწოდა და ბრაზილიელთა ცენტრალურმა მცველმა მირანდამ თავით გაიტანა. სხვათა შორის, პირველ ტაიმშიც ყველაზე რეალური საგოლე მომენტი მირანდას ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული კარის ხაზიდან მცველმა ნიკოლას ოტამენდიმ გამოიტანა.
ბრაზილიის ნაკრებისგან განსხვავებით, არგენტინა ექსპერიმენტული შემადგენლობით იყო. გუნდს მესი, დი მარია, ბანეგა, აგუერო და იგუაინი აკლდნენ.
ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში 93-ე შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მან პელეს აჯობა. პელეს გარდა ნეიმარმა სელესაოში გამართულ ასპარეზობათა რაოდენობით რიველინოსა და კაკასაც გაასწრო.