გიორგი მაკარიძე დაახლოებით თვენახევარში დაიწყებს ვარჯიშს. საქართველოს ნაკრების 28 წლის მეკარემ 6 სექტემბერს გაიკეთა თიაქარის ოპერაცია. ეს იმ დღეს, როცა საქართველომ ასტანაში ყაზახეთს 2:0 სძლია.
ცუდ დროს დაემთხვა მაკარიძის ტრავმა. პორტუგალიური “რიო ავეს” ქართველ გოლკიპერს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უცდება და ნაკრებს ვერ ეხმარება.
გიორგის მოკლე კომენტარი საქართველოს ნაკრების განვლილ მატჩებზე:
“შედეგი კარგია, თუმცა თამაშის ხარისხი ბევრად უკეთესი შეიძლება იყოს. ყველა შემთხვევაში, ყაზახეთში მოგება ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად დიდი ნაბიჯი გადავდგით“.
მაკარიძემ ეროვნულ ნაკრებში ბოლოს 5 ივნისს ითამაშა, როცა ლუქსემბურგთან ამხანაგურში 0:1 წავაგეთ.
