ანტუან გრიზმანი: “მესის და რონალდუს არ ჩამოვუვარდები”

0
37

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა თავისი ამჟამინდელი დონე შეაფასა. 27 წლის ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის ის “ბარსელონას” თავდამსხმელ ლიონელ მესისა და “იუვენტუსის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს არ ჩამოუვარდება.

ატლეტიკოს თავდამსხმელს AS-თან ინტერვიუს დროს მისი სიტყვები გაახსენეს, როდესაც ამბობდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სუფრასთან ადგილს მესისა და რონალდოს გვერდით დაიკავებდა.

“ვფიქრობ, დღეს უკვე მათთან ერთად ვუზივარ სუფრას და ისიც ვიცი, რომ კიდევ სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელებიც გამოჩნდებიან. ვაცნობიერებ იმასაც, რომ განვითარება უნდა გავაგრძელო. ჩემთვის სტიმულია – მუდმივად პროგრესირება და მორიგი გამარჯვებების მიღწევა იმ სტილში, რომელსაც ჩვენი გუნდი მისდევს.

შესაძლოა, ფეხბურთს განსხვავებულად ვუყურებდეთ. ბუნებრივია, როგორც ფეხბურთელი, განვსხვავდები რონალდუსგან, მესისგან, ნეიმარისა და კილიან მბაპესგან. უმაღლეს დონეზე ვარ, მაგრამ შემიძლია უკეთესიც გავხდე. 50 გოლს ვერ გავიტან, მაგრამ ვცდილობ, სასარგებლო ვიყო შეტევაში და ვიშრომო გუნდისთვის”, – აქვეყებს გამოცემა ფრანგის ნათქვამს.