არველაძის ზედიზედ მეორე ფრე ჩემპიონშიფში

0
46

შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ჰალ სიტიმ” ზედიზედ მეორე მატჩი ფრედ დაასრულა. ინგლისის ჩემპიონშიფის 33-ე ტურში ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილები სტუმრად “ქუინზ პარკ რეინჯერსს” დაუპირისპირდნენ და მეტოქეებმა გოლები გაცვალეს – 1:1. სტუმრები 26-ე წუთზე ფორსმა დააწინაურა და “ჰალმა” პირველი ტაიმი მოიგო. მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 75-ე წუთზე ჩაირმა გაიტანა. არველაძის ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებული 6 მატჩიდან 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 3 წააგო. “ჰალი” 33 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში “კრაკოვია”, სადაც ოთარ კაკაბაძე გამოდის სტუმრად “იაგიელონიას” დაუზავდა – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. “კრაკოვია” 31 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.